თანამშრომლები
მედეა ბურჯანაძე – დირექტორი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის (აგრონომიული ფაკულტეტის, მცენარეთა დაცვის სპეციალობით) წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1983) სწავლა გავაგრძელე ლ.ყანჩაველის სახ. მცენარეთა დაცვის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურაში. საკანდიდატო დისერტაციის დაცვისა და ბიოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭების შემდეგ (1988), წლების განმავლობაში ვმუშაობდი და დღემდე ვაგრძელებ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებო საქმიანობას ამ მიმართულებით. ჩემი საქმიანობა მოიცავს სასოფლო სამეურნეო და ტყის მავნე მწერების მიკრობიოლოგიური აგენტების ძიებას და იდენტიფიცირებას, ბიოლოგიური კონტროლისა და ინტეგრირებული მართვის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული გამოყენების ასპექტებს და მის შესწავლას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩემი კლევები ასევე ეძღვნებოდა ბიოლოგიური პრეპარატის წარმოებას, რომელიც დამზადებულია ადგილობრივი (ქართული) ენტომოპათოგენური სოკოვანი შტამის საუძველზე და გამოიყენება მავნე მწერების ბიოლოგიურ კონტროლში. წლების განმავლობაში ვმონაწილეობ და ვარ ხელმძღვანელი, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში (შრსესფ, STCU, SCOPES, BMBF, USDA). ასევე ინტენსიურად ვმონაწილეობდი პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და პროექტებში. ვარ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფულბრაიტის სტიპენდიატი. გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ჰოლანდიაში, აშშ-ში, შვეიცარიასა და ისრაელში (NUFFIC, USDAFFS,SRS, MASHAV). ვმონაწილეობდი სხვადასხვა მიმართულების ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებში. მრავალი წლის კვლევითი სამუშაოების საუფძველზე, 2018 წელს მოხდა პირველი ქართული ბიოლოგიური პრეპარატის (მიკოპესტიციდის) „ბოვერ-ჯი“-ს („Bover Ge“) რეგისტრაცია. ვარ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, უხერხემლოთა პათოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ელჩი, DAAD–ს ელჩი საქართველოში. აქტიურად ვმონაწილეობ არა მხოლოდ კვლევით და საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებასა და საქართველოს მეცნიერების განვითარების პოპულარიზაციის საქმეში. ვარ 80-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ასევე ვარ ამერიკელ მეცნიერებთან ერთად წიგნის “მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონი” თანავტორი. მონაწილე. მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება, გარკვეული დროის განმავლობაში ვმუშაობდი ევროპისა და აშშ-ის სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტში (ბიოლოგიური კონტროლის ინსტიტუტი, დარმშტატი, გერმანია, ვერმონტის ნივერსიტეტი, აშშ; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სატყეო სამსახური). ვარ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის წევრი, ხოლო 2013 წლიდან ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების მრჩეველი. გარდა კვლევითი საქმიანობისა მაქვს პედაგოგიური გამოცდილება. ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. უკვე 10 წელია ინტენსიურად ვმუშაობ სტუდენტებთან როგორც ლექტორი და როგორც სამაგისტრო ასევე სადოქტორო თემის ხელმძღვანელი.
ვალერიან ვაჩაძე – დირექტორის მოადგილე
ხათუნა ლომსაძე – მენეჯერი
კახა გორგაძე – განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სტუ აკადემიური საბჭოს წევრი. 1988 წელს კახა გორგაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის კვალიფიკაცია. 2008 წელს. დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა აკადემიური დოქტორის ხარისხი საინჟინრო ფიზიკაში. გამოქვეყნებული აქვს 38 სამეცნიერო სტატია, 5 დამხმარე სახელმძღვანელო. 1987-1988 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, უფროსი პრეპარატორი. 1988-1988 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, სასწავლო ოსტატი. 1988-2006 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, ლაბორატორიის გამგე. 1998-2005 წ.წ. თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, სამედიცინო აპარატურის ინჟინერი 2006-2009 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის დეპარტამენტი, ლაბორანტი. 2009-2013 წ.წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. 2013 წ.-დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 2012 წ.-დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინსტიტუტი “ტალღა”, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 2019 წ-დან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
ნატალია ფოკინა – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მაგისტრი ფიზიკაში 1970, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი – 1995, ფიზიკის გამოყენებითი პრობლემების ინსტიტუტი, ერევანი, სომხეთი (დიპლომი No. 00036, 01.03.1995, ერევანი); სამუშაო გამოცდილება: 1974-2006 – მეცნიერ და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2013 წლიდან დღემდე – მეცნიერ და მთავარი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინსტიტუტ “ტალღა”–ში; დასაქმება სხვა უნივერსიტეტებში: 1995, 1996, 1997 ვიზიტორ-მეცნიერი ბაიროითის უნივერსიტეტში (გერმანია); პუბლიკაციები: დაახლოებით 60 სტატია რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; პედაგოგიური მოღვაწეობა: ასპირანტების ხემძღვანელობა – 1986-1990 მრავალდონიანი პარამაგნიტული სისტემების არაწრფივი დაბალ ტემპერატურული სპინური დინამიკა; 1988-1992 ბირთვული რელაქსაცია და დაბალსიხშირული შთანთქმის გაძლიერება მყარ სხეულებში დაბალ ტემპერატურაზე; 1988-1993 რადიოსიხშირული გამოსხივება რეზონატორთან დაკავშირებული ინვერტირებული სპინური სისტემების მიერ; 2002-2005 სპინური რელაქსაცია არატიპიურ მეტალებში და დიელექტრიკებში და მათი კვლევის მეთოდები; გამოცდილების სფერო: დაბალ ტემპერატურაზე სპინების დინამიკა, არაწრფივი მოვლენების ფენომენები, რადიოსიხშირული ზეგამოსხივება, გასწვრივი გამოძახილი, სპინური რელაქსაცია არატიპიურ მეტალებში, სპინური დინამიკა დოპირებულ ლანთანუმის მანგანიტებში, სპინ ტრიპლეტური მდგომარეობების დინამიკა.
შორენა დეკანოსიძე – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სტუ სენატის წევრი. შორენა დეკანოსიძემ 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით საინფორმაციო საზომი ტექნიკა. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია იმავე უნივერსიტეტში. 2002-2005 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში რადიოქიმიურ საპრობლემო ლაბორატორიაში მუშაობდა უფროს ლაბორანტად. 2005-2006 წლებში იყო დოცენტი და 2005-2007 წლებში იყო დეკანის მოადგილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 2006-2018 წლებში იყო საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტზე საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღის“ მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
მაგდა მეცხვარიშვილი – მეცნიერ თანამშრომელი 1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობას შეუდგა იმავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ნ/გ მასალათმცოდნეობის ს/კ ლაბორატორიაში ლაბორანტად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბირთვულ ფიზიკაში 2003 წელს. მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004-2006 წლებში მუშაობდა როგორც უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად, ხოლო 2012-2017 წლებში ასისტენტ პროფესორად. აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე, 2010-2019 წლებში მონაწილეობდა საგრანტო პროექტებში ძირითად შემსრულებლად სხვადასხვა პერიოდში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ი. ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში. მონაწილეობდა NATO თანამეგობრობის სამეცნიერო გრანტებში 2001-2004 წლებში: NATO – PST CLG 78435; LST CLG 978584; LST CLG 978584. სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება არის მაღალტემპერატურული ზეგამტარების მომზადება და კვლევა; სხვადასხვა დოპანტების გავლენა მაღალტემპერატურული ნივთიერებების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე. გამოქვეყნებული აქვს სტატიები სკოპუსის და ტომსონის მიერ რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალებში და წიგნებში. ასევე, ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიის გამომცემლობის ჟურნალებში. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში.
სამსონ ფაღავა – მეცნიერ თანამშრომელი დოქტორი სამსონ ფაღავა სტუდენტობიდან 1968-1970 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის კოსმოსური სხივების ს/კ ლაბორატორიის რადიონახშირბადის განყოფილებაში ტექნიკოსის თანამდებობაზე. 1973-1992 წლებში იმავე ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლის და უფროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე სხვადასხვა პერიოდში. 1986-1994 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის თსუ ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1989-1990 წლებში თსუ ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 1993-2006 წწ. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ორი ვადით, არჩეული იყო ფიზიკის ფაკულტეტის „ბირთვული კვლევების ს/კ ლაბორატორიის რადიონახშირბადის და დაბალი რადიოაქტივობის განყოფილების“ გამგის თანამდებობაზე. 1998-2008 წწ. ხელმძღვანელობდა „ეკო-ეთიკის საერთაშორისო კავშირის თბილისის განყოფილებას“. 2009-2012 წწ. მუშაობდა თბილისის და აიდაჰოს (აშშ) სახ. უნივერსიტეტების ერთობლივი, მულტიდისციპლინური ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტში „ტალღა“-ში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. დაჯილდოებულია სტუ ოქროს მედლით, როგორც ღვაწლმოსილი მეცნიერი.
იამზე კალანდაძე – მეცნიერ თანამშრომელი, სტუ სენატის წევრი 1965-1970 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით. იმავე უნივერსიტეტში 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970-1977 წლებში მუშაობა დაიწყო ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რადიოქიმიურ საპრობლემო ლაბორატორიაში მუშაობდა 1991-2006 წლებში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის და უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე სხვადასხვა პერიოდში. 1999-2006 წლებში იგი იყო დოცენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში. 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტზე საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2018 წლიდან დღემდე სტუ ინსტიტუტი „ტალღის“ მეცნიერ თანამშრომელი. 2019 წ-დან დღემდე სტუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი.