ჩვენ შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 დეკემბრის N 792 დადგენილების შესაბამისად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ქვედანაყოფთა ბაზაზე სსრ კავშირის კავშირგაბმულობის საშუალებათა მრეწველობის სამინისტრომ შექმნა ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი “ვალნას“ ფილიალი საქართველოში. ეს იყო დახურული ინსტიტუტი და ასრულებდა უამრავ გრიფით საიდუმლო პროექტებს. მაგალითად, ერთ ერთი პროექტი იყო „აპორა 123“. ამ პროექტის მიხედვით აიწყო ხელსაწყო, რომელიც აფიქსირებდა მცურავ ობიექტებს, როგორც წყლის ზედაპირზე, ისე წყლის სიღრმეში და ინფორმაციას გადასცემდა შესაბამისი დანიშნულების ცენტრს. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N298 დადგენილებით ის შეყვანილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანიზაციულ დაქვემდებარებაში როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ და მას სამეცნიერო-მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N279 დაგენილებით სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“ რეორგანიზებულ იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემავალ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად სახელწოდებით: ქართულად – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“. ინგლისურად – Institute „Talga“ of Georgian Technical University.