საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“ 2025 წლიდან საწარმოო პრაქტიკას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს.
სტუ ინსტიტუტი „ტალღა“ აწარმოებს თბილისის ურბანული გარემოში (ბინები, სკოლები, სხვა საწარმოო და საზოგადოებრივი შენობები და მათი მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში რადონის კონცენტრაციების განსაზღვრას. სხვადასხვა ადმინისტრაციული რაიონის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის რადონით განპირობებული რისკების შეფასება. იქმნება რადონით განპირობებული რისკის ელექტრონული რუქა საიტზე – radon.ge (მუშაობს სატესტო რეჟიმში), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისათვის, უცხოური ორგანიზაციებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ამავე საიტზე ფიზიკური პირებსა და საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შეეძლებათ შეავსონ ელექტრონული განაცხადი და მოითხოვონ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში რადონის დონის შეფასება.